Sunday, March 15, 2015

მე–9 დღე

ინტელის ძირითადი კურსი იყო ძალიან პროდუქტიული, მრავლის მომცემი მასწავლებლებისათვის, რაც დიდ დახმარებას გაგვიწევს  ჩვენი პროფესიული საქმიანობის უკეთ წარმართვაში. გავეცანით 21–ე საუკუნის უნარ ჩვევებს და სიტყვათა ლექსიკონს.ვისწავლეთ პროექტით სწავლების ბევრი მახასიათებელი.ჩემთვის ეს ტრენინგი იყო ნაყოფიერი და იმედი მაქვს ეს  დიდ  დახმარებას გამიწევს პროექტით სწავლების უკეთ დაგეგმვაში და შედეგების გაუმჯობესებაში. მადლობა ჩვენს ტრენერს  რომ გვაზიარა ამ სიახლეებს

Saturday, March 14, 2015

ტრენინგის მე–8 დღე

1.ვიმუშავეთ გაზიარებულ ელექტრონულ  ცხრილებში.
2.ვისაუბრეთ   დიფერენცირებულ სწავლებაზე,ვისაუბრეთ გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტზე
3.შევიმუშავეთ აქტივობები სუსტი და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის. აღნიშნული ინფორმაცია შევიტანეთ გეგმაში.
4. გეგმის შაბლონი შევავსეთ ბოლომდე.
5.გავაკეთეთ პროექტის პრეზეტაციის მონახაზი რომელიც სახლში უნდა მოვამზადოთ/
6.ასევე ვისაუბრეთ პრეზენტაციის ძირითად წესებზე.

Saturday, March 7, 2015

ტრენინგის მე–7 დღე

1.ვიმუშავეთ საპროექტო გეგმის შედგენაზე  კერძოდ დავწერეთ პროექტის მოკლე შინაარსი
2.შევასწორეთ და გადავხედეთ სტანდარტებს და მიზნებს
3.გავწერეთ შეფასების მეთოდებისა და ინსტრუმენტების მოკლე აღწერა.
4.გავწერეთ საბაზისო უნარ–ჩვევები და სასწავლო პროექტის პროცედურები.

Sunday, March 1, 2015

მე–6 დღე

1.ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრების შექმნა.
2. გავაკეთეთ მოსწავლის ნაშრომისათვის ჩეკლისტი.
3.ვისწავლე power point–ში უკეთესად მუშაობა.
4.დავათვალიერეთ სხვა მოსწავლეების სავარაუდო ნამუშევრები.
5.შესრულებული სამუშაოები შევინახეთ შესაბამის საქაღალდეში.

Saturday, February 28, 2015

ტრენინგის მე–5 დღე

1.შევადგინეთ  online ტესტები.გავუგზავნეთ ერთმანეთს.
2.განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.
3.სახელმძღვანელოში გავეცანით და ვნახეთ შეფასების 5 სტრატეგია.
4.ამოვარჩიეთ სასურველი მეთოდები და ინსტრუმენტები.
5.ვნახეთ სხვადასხვა შეფასების ფორმები და მოვახდინეთ მისი ადაბტირება.
6.შევავსეთ გეგმაში შეფასების დროის ჩარჩო. ვფიქრობ რომ ეს ტრენინგები დაგვეხმარება პროექტებით სწავლებაში.


Sunday, February 22, 2015

ტრენინგის მეოთხე დღე

1..ჩამოვწერეთ მიზნები ჩვენი პროექტიდან გამომდინარე.
2.განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების პრეზენტაცია.
3.ვნახეთ და გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის განახლებულ დოკუმენტს და შევინახეთ კურსის რესურსებში.
4.გავეცანით 21–ე საუკუნის სიტყვათა ლექსიკონს.
5.შევადგინეთ ჩვენი პროექტიდან გამომდინარე მიმათულების კითხვები რომლებიც ჩავწერეთ google დოკუმენტებში,  გავუზიარეთ ერთმანეთს და დავაკომენტარეთ.
5.ვისწავლეთ google/drive ში კითხვარების და ტესტების შედგენა რაც დაგვეხმარება ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში.



Saturday, February 21, 2015

მესამე დღე
ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა
ვისწავლეთ სურათების კოპირება ჩასმა
ვისწავლეთ ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალზე ნავიგაცია
ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე და ინდიკატორებზე
ვისაუბრეთ ბუნდოვან და სპეციფიკურ მიზნებზე